პოგბას სურს მადრიდი და არა ტურინი!!!
პოლ პოგბას გარემოცვა საჯაროდ აცხადებს, რომ ტურინის „იუვენტუსს“ მისი დაბრუნების შანსი არ აქვს. ფრანგ ფეხბურთელს მანჩესტერ „იუნაიტედის“ დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მისი მიზანი „რეალში“ თამაშია...
პოლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინგლისურმა კლუბმა მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს.
მადრიდის „რეალი“ ფრანგის სანაცვლოდ 120 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, „იუნაიტედი“ კი 150 მილიონზეა თანახმა.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოგბა მზად იყო, არსებული სხვაობა თავად გადაეხადა, თუმცა გარკვეულმა გარემოებების გამო მსგავსი პრეცენდენტი ვერ დაფიქსირდება.
ასევე ცნობილია, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გაიფორმა ადრიან რაბიო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბებერი ქალბატონი“ ხვდება პოგბას განზრახვებს და იმას, რომ მას სერია „ა“-ში დაბრუნება აღარ სურს.
- 1 ივლისი 2019
- 2 661
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.