„არსენალმა“ „რეალს“ ოფიციალურად მიმართა
Defensacentral-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ, ლონდონის „არსენალისგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო...
„მეთოფეები“ მზად არიან, ლუკას ვასკესი გაიფორმონ და მის სანაცვლოდ სამეფო კლუბის ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი გაზარდონ.
უნაი ემერი თვლის, რომ ვასკესს პრემიერლიგაში თამაშის უნარი აქვს, აქედან გამომდინარე, მისი ტრანსფერის შემთხვევაში „არსენალის“ შეტევითი პოტეციალი გაიზრდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია ოფიციალური მადრიდის პოზიცია, თუმცა ფაქტია, რომ წინა ხაზში გუნდს უკვე ჰყავს როდრიგო, ვინიციუსი, აზარი, ასენსიო, იოვიჩი, ბენზემა და დიდი ალბათობით ტაკეფუსა კუბო, რაც ვასკესის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- 1 ივლისი 2019
- 3 049
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.