ვან დე ბეეკის შეძენაზე პრეტენზიას 8 კლუბი აცხადებს
გავრცელებული ინფორმაციით, დონი ვან დე ბეეკზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რაც მადრიდის „რეალის“ ამოცანას ართულებს...
ფლორენტინო პერესს ჰოლანდიელი ნახევარმცველის ყიდვა 50-60 მილიონ ევროს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მოთხოვნასთან ერთად მისი ფასიც მკვეთად გაიზრდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვან დე ბეეკზე „ბლანკოსის“ გარდა პრეტენზიას აცხადებს მილანის „ინტერი“, ლონდონის „არსენალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „პსჟ“ და დორტმუნდის „ბორუსია“.
„მარკა“ იუწყება, რომ დონის მომავალი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში აუცილებლად გაირკვევა.
- 30 ივნისი 2019
- 1 800
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.