„ლივერპული“ სადიო მანეს „რეალში“ გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია
მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის მარკო ასენსიოსთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მერსისაიდული კლუბი მადრიდის „რეალს“ საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართავს, მაგრამ ფლორენტინო პერესს ტრანსფერში სადიო მანეს ჩართვა სურს.
„ლივერპული“ მზად არის, მარკო ასენსიოს სანაცვლოდ ამ ზაფხულს 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამასთანავე გუნდი მზაობას აცხადებს, მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში 15 მილიონი ევრო ჩარიცხოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ მომდევნო სეზონში პრემიერლიგას მოიგებს, „ბლანკოსი“ დამატებით 6 მილიონ ევროს მიიღებს.
საბოლოო ჯამში „რეალს“ ასენსიოს სანაცვლოდ 91 მილიონი ევროს მიღებაც კი შეუძლია.
ყოველივე ზემოხსენებული მიუხედავად, ზინედინ ზიდანი პოზიციას არ ცვლის და ასენსიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ „ლივერპული“ მანეს დათმობს, მაგრამ ამასთანავე ცნობილია, რომ იურგენ კლოპი სენეგალელი წინახაზელის გაშვების საკითხს არ განიხილავს.
- 30 ივნისი 2019
- 1 803
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.