იოვიჩი:„ძალიან რთული ეტაპები გამოვიარე და საბრძოლველად მზად ვარ“

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ლუკა იოვიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„ძალიან რთული ეტაპები მაქვს გამოვლილი და საბრძოლველად მზად ვარ. სანამ „ბენფიკაში“ მოვხვდებოდი, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ყველაფერი გადავლახე, არნახულად დიდ პროგრესს ვაჩვენებდი და საბოლოოდ მაღალი რანგის ჩემპიონატში თამაში დავიწყე.“

„როდესაც გავიგე, რომ ბუნდესლიგაში გადავდიოდი, დაფიქრება ვარჩიე, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო. რომ არა ფრანკფურტის „აინტრახტში“ ნაჩვენები თამაში, დღეს „რეალის“ ფეხბურთელი არ ვიქნებოდი.“

„ტყუილად არაფერი მომხდარა და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა და წლების მანძილზე მამხნევებდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნიკო კოვაჩი, ამ ადამიანმა ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და სხვაგვარად დამანახა.“

„არც ისე დიდი ასაკი მაქვს. „რეალში“ არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში უკვე იმდენი წელია თამაშობენ, რამდენიც მე პროფესიონალურ დონეზეც არ მითამაშია. ვაცნობიერებ, რამხელა კონკურენციის კვალდაკვალ მომიწევს მუშაობა, მაგრამ ეს სპორტია, სადაც არასდროს არ უნდა დაიღალო, სხვა შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნები.“

„ის, რომ პრე-სეზონი ახლოვდება ძალიან მახარებს. ჩემთვის დასვენება აუცილებელი იყო, რადგან სპორტსმენი ვარ და განტვირთვა მჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული დღე საკმაოდ ნელა გადის. მოუთმენლად ველი ზინედინ ზიდანის პირველ შეკრებაზე მისვლას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლომდე უნდა დავიხარჯო, ვეცადო, რომ ალღო ავუღო იმ სტილს, რომელსაც მადრიდის „რეალი“ თამაშობს.“

„ძალიან კარგად მესმის, რომ „ბლანკოსში“ გაცილებით მეტი მოთხოვნაა, ვიდრე „აინტრახტში“. ასევე კარგად მესმის, რომ ლა ლიგის მოგება ბევრად რთულია, ვიდრე ბუნდესლიგის, მაგრამეს ყველაფერი იქამდე გავაანალიზე, სანამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს.“

„მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ძლიერდება. როდრიგო, აზარი, მილიტაო, მენდი ძალიან დიდი ძალაა. ეჭვი არ მეპარება, პრეზიდენტი პერესი ბოლომდე დაიხარჯება იმისათვის, რომ მადრიდის „რეალი“ მომდევნო სეზონში ყველაზე ძლიერი შემადგენლობით გავიდეს მოედანზე.“

  • Hala
  • 30 ივნისი 2019
  • 1 824
  • 5

1

30 ივნისი 2019 15:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზოს უნდა ჩახადოო მარტო ეგაა ამის მიზანი ამ წელს, რომ დაამტკიცოს ღირსია თუ არა მომდევნო წლებშიც რეალის სასტარტოში იყოს

2

30 ივნისი 2019 18:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლუკა შენი დიდი იმედი გვაქვს მეგობარო.უეჭველად უნდა ამოაგდო მძორი ბენზემა სასტავიდან.

3

30 ივნისი 2019 19:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შენი იმედი მაქ ბრატ

4

30 ივნისი 2019 21:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
ბენზემას ამოგდებას ოქნებ ორივე ერთად თამაშობს?! არაა გამორიცხული მარჯვენა ვინგერად დადგეს იოვიჩი და გაცვალონ ხოლმე ადგილები სამივემ, როტაციები უეჭველი იქნება, მოძრავი ფორვარდია სამივე აზარიც ბენზემაც და იოვიჩიც, საჯარიმოში დარჭობილი ხეები არ გჭირდება

5

1 ივლისი 2019 15:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიდი ლუკიტ მიაწექი! განვლილ სეზონში რაც გამოჩნდა ისაა, რომ გუნდს გოლები ვერ გააქვს და მკვდარი ბენზემა მარტო ესპანიოლებთან ქაჩავს, ვინიციუსმაც კარში დარტყმა არ იცის. კლასიკოებში წესიერი გამტანი რო ყოლოდათ ერთ თამაშს მაინც მოიგებდნენ (ვინიმ და მძორმა ისეთები მაზეს ვაიმეე). მაინცდამაინც არც ჰაზარდია გოლეადორი, და ამიტომ, ეს უნდა იყოს მთავარი გამტანი. გუნდი ძაან კარგია დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც, მარა ვერავინ ვერ ამწვავებს, ვერავინ მეტოქის კარს ვერ უტევს. წინა სეზონში მეტოქეს რეალის შეტევების არ ეშინოდა - მიეცი ბურთI და აგორაონ, მომენტს მომენტს მაინც ვერავინ შექმნის. რონალდუს წასვლის მერე ერთადერთი გამტანი ბენზემაღა იყო მოედანზე და იმის მაგივრად, რო მეტოქე დაცვისთვის ცოტა პრობლემები მაინც შეექმნა, ჩამოდიოდა და სიღრმეშI აგორავებდა ბურთს. რატოო? რისთვის? ვისღა უთავისუფლებ წინ ზონას შეე Yლეოო? ვინიციუსი გაიტანს გოლს თუ ვასკესი?? მოკკლედ ბენზემა კაი იყო როცა რონალდუც იყო, მაშინ აზრი ქონდა მაგის თამაშ, ეხლა ყველანაირად უაზრობაა - გუნდს გოლი ჭირდება და ეს სიღრმეში ჩადის ბურთის გასათამაშებლად და შეტევა კვდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)