მაკელელე:„ზიზუმ იცის, რას წარმოადგენს პოგბა, მბაპეს ტრანსფერი კი გამორიცხულია“
კლოდ მაკელელემ ზინედინ ზიდანის „ფრანგულ მიზნებზე“ ისაუბრა...
„ზინედინ ზიდანმა ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს პოლ პოგბა. ის შთამბეჭდავი ფეხბურთელია და არნახული პოტენციალი აქვს, რომელიც მანჩესტერში ბოლომდე ვერც ვლინდება. გასაგებია, რომ ფრანგი ინგლისური კლუბის ლიდერია, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. პოლის არსენალში ძალიან დიდი შესაძლებლობებია და მისი „ბლანკოსში“ გადასვლა უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა.“
„მბაპე ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდა, მან უკვე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და საკუთარ სამშობლოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ კილიანის სამეფო კლუბის გადასვლა გამორიცხულია, მას ალ ჰელაიფი ჯერ-ჯერობით არ შეელევა.“
- 30 ივნისი 2019
- 2 216
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.