„რეალი“ პრე-სეზონს ბეილთან ერთად დაიწყებს
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილის გაყიდვას აპირებს, მაგრამ უელსელი დიდი ალბათობით, პრე-სეზონს სამეფო კლუბთან ერთად დაიწყებს...
ფლორენტინო პერესი არ ჩქარობს, ის ხვდება, რომ ბრიტანელი წინახაზელი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მაღალ სატრანსფერო ფასს, აქედან გამომდინარე, მას იაფად არ გაყიდის. პერესი 31 აგვისტომდე ნებისმიერი წინადადების განხილვისთვის მზად არის, თუმცა გარეთი 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება.
„ბლანკოსის“ პრე-სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ზიზუ გუნდს 2 კვირაში შეკრიბავს, სადაც დიდი ალბათობით ბეილიც გამოცხადდება.
- 29 ივნისი 2019
- 2 683
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.