EL Mundo Deportivo - ოდეგარი ესპანეთში რჩება!
კატალონიური გამოცემა EL Mundo Deportivo იტყობინება, რომ მადრიდის „რეალის“ ნორვეგიელი ფეხბურთელის, მარტინ ოდეგარის მომავალი კლუბის შესახებ მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი...
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „რეალმა“ შეთანხმებას მიაღწია „სოსიედადთან“ და მარტინი 2021 წლამდე „ანოეტაზე“ იასპარეზებს.
მადრიდში თვლიან, რომ ოდეგარისთვის ლა ლიგაში დარჩენა ოპტიმალური ვარიანტი იქნება, ვინაიდან ესპანეთის ჩემპიონატის სტილში ჩაჯდება და 2021 წლიდან „ბლანკოსი“ მას აღარ გაუშვებს.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ დაიტოვებს უფლებას, ოდეგარი „სოსიედადიდან“ 2020 წლის ზაფხულში გამოისყიდოს, თუმცა ეს მის მომდევნო სეზონში კარგ თამაშზე იქნება დამოკიდებული.
- 29 ივნისი 2019
- 2 484
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.