ორშაბათს მადრიდის „რეალს“ 2 ვარსკვლავი დატოვებს!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ ორშაბათს 2 ვარსკვლავი დატოვებს...
საქმე ეხება ხამეს როდრიგესსა და ისკო ალარკონს. კოლუმბიელი ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლის“ მიაშურებს, ხოლო ესპანელი „სიტიში“ გადავა.
„მარკას“ ინფორმაციით, პერესი ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 140 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
გარდა ამისა მომდევნო კვირაში აუცილებლად გახდება ცნობილი ტეო ერნანდესისა და მატეო კოვაჩიჩის წასვლის შესახებ.
- 29 ივნისი 2019
- 5 246
- 2