ფრანგულ-ჰოლანდიური ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის
„მარკა“ იუწყება, რომ ზინედინ ზიდანს არჩევანის შეცვლისკენ მოუწოდებენ...
ზიზუს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ პოლ პოგბა სჭირდება, თუმცა თავის მხრივ, „მანჩესტერი“ მინიმუმ 150 მილიონ ევროს ითხოვს და პერესი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს დონი ვან დე ბეეკი, რომელზეც პრეტენზიას ასევე „ინტერი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „პსჟ“ აცხადებენ, აქედან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ დიდია.
ვან დე ბეეკი „რეალს“ ელოდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოდინი დიდხანს გასტანს. თუ პრე-სეზონის დაწყებამდე „ბლანკოსი“ „აიაქსს“ ტრანსფერზე არ დაუკავშირდება, დონი სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს.
ზიზუზე წნეხი ძლიერდება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია ფრანგმა პოგბაზე უარი თქვას და საბოლოო ჯამში ვან დე ბეეკი დაიმატოს.
- 27 ივნისი 2019
- 3 510
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.