„რეალის“ 2 ესპანელი ფეხბურთელი პრემიერლიგის გრანდებში მიდის
მადრიდის „რეალიდან“ ფეხბურთელების წასვლის პროცესი სულ მალე კიდევ უფრო აქტიური გახდება...
გუნდი უკვე დატოვა მარკოს ლორენტემ და ალვარო ტეხერომ. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ მალე კოლექტივს ისკო ალარკონი და დანი სებალიოსი გამოემშვიდობებიან.
ორივე ფეხბურთელი გეზს პრემიერლიგისკენ აიღებს. ისკო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „სიტისთან“, ხოლო სებალიოსის დამატება „არსენალს“ სურს.
„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
- 27 ივნისი 2019
- 3 230
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.