რაფას, რაფა მოუნდა
ბრიტანული სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ "ლივერპული" დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ფეხბურთელით, რაფაელ ვან დერ ვაარტით.
გავრცელებული ინფორმაციით, "მერსესაიდელები" მზად არიან 6.8 მილიონი ევრო გაიღონ "ჰამბურგის" ექს-მოთამაშისთვის.მეტიც, რამდენიმე დღის წინ ინგლისელები ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, სადაც უეფას თასზე "ატლეტიკოს" ეპაექრებოდნენ.კულუარებიდან ხმები გაისმა, რომ "ლივერპულისა" და "რეალის" წარმომადგენლები რაფაელის თაობაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, ინგლისურ გრანდში ბაბელსა და რიერას ეწურებათ კონტრაქტები, ხოლო ბენიტესი სწორედ ვან დერ ვაარტით გეგმავს ნახსენები ფეხბურთელების შეცვლას.
საინტერესოა, რომ რაფას პარარელურად ხმები ვრცელდება "მერსესაიდელთა" ინტერესზე, "რეალის" მეორე ფეხბურთელის, ლასანა დიარას, მიმართ.თუმცაღა, რამდენად შეელევა სამეფო გუნდი ან ერთ ან მეორე მოთამაშეს, ეგ უკვე მეორე საკითხია.
- 24 აპრილი 2010
- 1 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.