ზიზუმ სია ჩამოწერა, პერესი თანახმაა - 400 მილიონი გაყიდვებით!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფლორენტინო პერესს ზუსტი სია მიაწოდა ფეხბურთელების, რომელიც მომდევნო სეზონში აღარ სჭირდება და მათ სანაცვლოდ გუნდმა საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა მიიღოს...
გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, ისკო ალარკონი, ლუკას ვასკესი, მატეო კოვაჩიჩი, ნაჩო ფერნანდესი და დანი სებალიოსი. ეს არის ფეხბურთელთა სია, რომელიც არ შედის ზიდანის გეგმებში.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდი გაუშვებს რაულ დე ტომას, მარტინ ოდეგარს და მარიანო დიასს, თუმცა ისინი კლუბს შესაძლოა იჯარის წესით დაემშვდობონ, ზემოაღნიშნული ფეხბურთელები კი არა იჯარით, არამედ კონტრაქტის სრული შესყიდვის წესით დატოვებენ კოლექტივს.
პერესს ბეილის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი, 60 მილიონ ევრომდე დაჯდება ხამეს როდრიგესის „რეალიდან“ წასვლა, ისკო ალარკონის ფასიც დაახლოებით 60 მილიონი ევროა.
ლუკას ვასკესის, კოვაჩიჩის, ნაჩო ფერნანდესისა და დანი სებალიოსის სანაცვლოდ გუნდი 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. რაც შეეხება დანარჩენ 50 მილიონს, ეს თანხა პერესმა იჯარით გაშვებული ფეხბურთელების სანაცვლოდ უნდა მიიღოს.
- 26 ივნისი 2019
- 7 481
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.