სერხიო რამოსი მატჩის წინ
სერხიო რამოსი ჟურნალისტებს შეხვდა და მომავალი შეხვედრა გაანალიზა, რომელსაც "ბლანკოსი" სარაგოსას წინააღმდეგ გამართავს.
"ჩვენი ასპარეზობა ლა ლიგაში მოწოდების სიმაღლეზე დგას, სეზონი შესაძლოა 98 ქულით დავასრულოთ, ეს კი გუნდისთვის უდიდესი წარმატება იქნება, რადგან ამდენი ქულა არასდროს აგვიღია. ბედნიერი ვიქნები თუ ამას მოვახერხებთ და ჩემპიონები გავხდებით, ჩვენ შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".
"კატალონიურ კლუბს მართალია მეოცე ადგილზე მყოფ გუნდთან აქვს სათამაშო, მაგრამ ალბათ ყველა ხედავთ თუ როგორ იბრძვის "ხერესი" პრიმერა დივიზიონში დასარჩენად, ბოლო მატჩებში მათ აშკარად მოუმატეს დარწმუნებული ვარ "ბლაუგრანასთანაც" ბოლომდე დაიხარჯებიან".
"ჩემი აზრით ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ დანარჩენი შეხვედრების მოგებას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ ჩემპიონის ტიტულსაც ჩვენ დავისაკუთრებთ. საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და თითოეული მომენტის მაქსიმალურად გამოყენება".
"სარაგოსა სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს და მათთან ბრძოლა ნამდვილად არ იქნება იოლი, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის თუ რამხელა წინააღმდეგობა გაგვიწია ამ გუნდმა და მაშინ "კინაღამ" ჩემპიონობა დავკარგეთ, თუმცა ერთიც გასათვალისწინებელია, მაშინ არაგონული კლუბი გაცილებით უფრო ძლიერი იყო, მაგრამ საკუთარ მოედანზე კარგად თამაში მათ დღესდღეობითაც იდეალურად გამოსდით".
"ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით და დარწმუნებულები ვართ საკუთარ ძალებში. ეს თამაში ლა ლიგის მოგების საწინდარი იქნება".
- 24 აპრილი 2010
- 1 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.