სალგადო: რეალს დრო სჭირდება
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ესპანელმა მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალს" მხოლოდ დრო სჭირდება, რათა ჩამოყალიბდეს გუნდად, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს. მიჩელის თქმით, "ბლანკოსს" სათავეში შესანიშნავი მწვრთნელი უდგას, რომელსაც შეუძლია ამ გუნდის გაწვრთნა უმაღლეს დონეზე. უბრალოდ ყველაფრისთვის დროა საჭირო, ტიტულები კი თავისით მოვა.
"სამეფო კლუბი წელს შეთამაშების პროცესშია, არც ისე იოლია ამდენი ვარსკვლავის ერთად შეყრა კლუბში. რიკარდო კაკა და რონალდო თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებენ. მე სულ სხვა კაკა მახსოვს მილანში, იგი გაცილებით უკეთესად თამაშობდა და ესპანეთში ადაპტირება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდომ წლევანდელ სეზონში მრავალი გოლის გატანა შეძლო, მასზეც ანალოგიურის თქმა შემიძლია, პორტუგალიელი ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს იმ ხარისხის ფეხბურთს, როგორსაც იუნაიტედში აჩვენებდა".
"მანუელ პელეგრინის აუცილებლად უნდა მიეცეს დრო და ჩილელი სპეციალისტი შანსს აუცილებლად გამოიყენებს. დარწმუნებული მომავალი წლიდან გაცილებით უფრო პროდუქტიული გუნდი იქნება "ბლანკოსი" ვიდრე წელს არის. შარშან ზაფხულში ესპანურ გიგანტს მართლაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეუერთდა და რთული იყო პირველივე წელს, ძალიან სერიოზულ მწვერვალებზე ფიქრი".
"დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონში, ჩემპიონთა ლიგის უდავო ფავორიტი სამეფო კლუბი იქნება, რადგან იქითა სეზონიდან ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ "რეალს" ვიხილავთ, რომლის გამჩერებელი არავინ იქნება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".
- 24 აპრილი 2010
- 1 517
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.