დიდი ალბათობით „რეალს“ ლუკას ვასკესი ტოვებს!
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ და ლუკას ვასკესის მრავალწლიანი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება...
ესპანელ ფეხბურთელზე პრეტენზიას მილანის „ინტერი“ აცხადებს, რომელიც მზად არის, ვასკესის სანაცვლოდ 37 მილიონ ევროს შეელიოს.
მილანური კლუბის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ მადრიდში და ბევრი დეტალი შეათანხმეს.
იმ ფონზე, რომ „რეალმა“ წინა ხაზში არაერთი ფეხბურთელი იყიდა, ვასკესის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა, აქედან გამომდინარე, თავად ფეხბურთელიც განიხილავს სერია „ა“-ში გადასვლის პერსპექტივას და ახალი გამოწვევის მიღებას.
- 22 ივნისი 2019
- 6 299
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.