გუნდი სარაგოსაშია
სამეფო გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები უკვე სარაგოსაში იმყოფებიან.
მადრიდის "რეალის" პერსონალი, "ბარახასას" აეროპორტიდან, მადრიდის დროით 19 საათსა და 15 წუთზე გაფრინდა არაგონის დედაქალაქში.დაახლოებით 30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, "ბლანკოსის" "ბოინგი" დანიშნულების ადგილზე დაფრინდა.
უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 300-მდე ქომაგი დახვდა მადრიდელებს აეროპორტში.მათ შანსი მიეცათ, ახლოდან ენახათ საყვარელი ფეხბურთელები.
დაინტერესებული პირებისათვის ვიტყვი, რომ გუნდი სასტუმრო "Palafox"-ში დაბინავდა.სწორედ, აღნიშნული დაწესებულების "ფოიეში," ფერნანდო გაგო და ეზეკილ გარაი დაარიგებენ ავტოგრაფებს გულშემატკივრებისათვის.
- 23 აპრილი 2010
- 2 144
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.