როდრიგო;„დღევანდელი დღე ჩემ ცხოვრებაში საუკეთესოა“

როდრიგო გოეშმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. მე ვარ რიგითი ბრაზილიელი, რომელიც „ბლანკოსში“ თამაშზე ოცნებობდა. ეს ბრაზილიელი ბიჭების უმრავლესობის ოცნებაა.“

„ვინიციუს ჟუნიორს ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს ხშირად ვესაუბრებოდი „მერენგებში“ თამაშზე. ძალიან მაინტერესებდა მადრიდული სიტუაცია, ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მსურს, რომ მთავარ გუნდში ვიასპარეზო, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზიზუ მიიღებს.“

„ზიდანი დიდი ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო საქმიანობაც შთამბეჭდავი აქვს. მიხარია, რომ ფრანგ ლეგენდასთან ვიმუშავებ.“

„წნეხი ყველა გუნდში არსებობს, მაგრამ მადრიდში არსებული ზეწოლა რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ვინიციუსი მეუბნებოდა, რომ აქ მოსვლის შემდეგ მშვიდად ვყოფილიყავი, ბევრი მემუშავა და აუცილებლად მივიღებდი შანსს. ვაპირებ ჩემი მეგობრის ყველა რჩევა გავითვალისწინო.“

„ბრაზილიელი ვარ და მიყვარს შეტევა, ტექნიკის დემონსტრირება, კარგი დარტყმა, ფლანგიდან სწრაფი შესვლები და ასე შემდეგ. მომწონდა რობინიოს სტილი, ასევე ნეიმარის და სხვების, თუმცა ბევრი მაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ამ ფეხბურთელების დონემდე მივიდე.“

„საუკეთესო პოზიცია? მარცხენა გარემარბად თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია, როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ფორვარდად თამაშიც.“

„ყოველთვის ვეცდები, რომ ყველა ასპექტი გავაუმჯობესო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარება, როგორც ტექნიკის, ასევე კარში დარტყმების და ფიზიკური თვალსაზრისით. მოთმინება და თავდაუზოგავი შრომა მმართებს. „რეალში“ მაღალი სტანდარტებია და მუდმივი პროგრესის გარეშე კლუბის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებ.“

„მადრიდში პირველად გასულ ზამთარს ჩამოვედი, მაშინ კომუნიკაცია ვინიციუსთან, მარსელოსთან და კაზემიროსთან მქონდა. ჩემმა თანამემამულეებმა ბევრი რამ მირჩიეს, დღეს კი თანაგუნდელები ვართ. ბრაზილიური და ევროპული ცხოვრება როგორც სპორტული, ასევე სხვა ასპექტებში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.“

„დიახ, „ბარსელონა“ კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ „რეალი“ ავირჩიე, რადგან მთელი ცხოვრება მადრიდში მსურდა თამაში, ეს ჩემი ოცნება იყო.“

„იჯარით წასვლა? არ ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობა ჩემი იჯარით გაშვებას გეგმავს.“

„ჩემი კერპები? რობინიოზე და ნეიმარზე უკვე ვისაუბრე, ფენომენო ჩემთვის ეპოქალური მოთამაშე იყო, ასევე ყოველთვის მანცვიფრებდა რობერტო კარლოსი. ბრაზილიას არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.“

„მსურს თუ არა ნეიმარი ჩემი თანაგუნდელი რომ იყოს? ის სხვა კლუბს ეკუთვნის და არ ვთვლი, რომ ჩემ თანამემამულეზე საუბრის დრო ახლა არის.“

„ვინიციუსს ნუ შემადარებთ, ჩვენ დაახლოებით ერთ სტილში ვთამაშობთ, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ დავიხვეწოთ და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები გავხდეთ.“

„მზად ვარ თუ არა „რეალში“ სათამაშოდ? მე ვფიქრობ, რომ ვარ! სხვა შემთხვევაში „სანტოსში“ დავრჩებოდი და მუშაობას გავაგრძელებდი.“

„ესპანური ფეხბურთი ბრაზილიურისგან ძალიან განსხვავდება. ლა ლიგაში ტექნიკურ მხარეს გაცილებით დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ასევე იშვიათად ვხედავთ კონტაქტს და უხეშ თამაშს.“

„რასაც ახლა გეტყვით ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემსა და „რეალს“ შორის შეთანხება 20 წუთში შედგა. აგენტი ყველაფერში ჩართული იყო და ჩვენ არაფერზე დავფიქრებულვართ.“

  • Hala
  • 18 ივნისი 2019
  • 4 860
  • 12

1

18 ივნისი 2019 20:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 438
Zamenisatvis mecodeba dzaan nichieria dzaan

2

18 ივნისი 2019 21:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
au sastav dzaan gtxovt tbilishi vinmem tu icit lekvebi sad iyideba,erti masivshia magram zusti mdebareoba ar vici,an sheileba isets icnobdet visac chamoyavs an kide yidis adgilze an rame eseti,tu icit ar gaatarot

3

18 ივნისი 2019 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 341
2 კორპუსთან არმისული ზოოპლაზა როა ხილიანზე მანდ ყავდათ , მიდი გაარკვიე, ან დაგუგლე ნომერი ეწერება და დარეკე
-----------------------
"გულისხმიერება აიმაღლეთ და არა ხმის ტემბრი, წვიმა ასაზრდოებს ყვავილებს და არა ჭექა-ქუხილი."

4

18 ივნისი 2019 22:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: tavisupali
2 კორპუსთან არმისული ზოოპლაზა როა ხილიანზე მანდ ყავდათ , მიდი გაარკვიე, ან დაგუგლე ნომერი ეწერება და დარეკე

madloba gavarkvev aucileblad

5

18 ივნისი 2019 22:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIZOU...
ციტატა: mirianiii
au sastav dzaan gtxovt tbilishi vinmem tu icit lekvebi sad iyideba,erti masivshia magram zusti mdebareoba ar vici,an sheileba isets icnobdet visac chamoyavs an kide yidis adgilze an rame eseti,tu icit ar gaatarot

ბარსელონაში ყავთ 9 ნომერია, და თუ უპატრონო ძაღლი გინდა 3 ნომერი

6

18 ივნისი 2019 22:21

7

18 ივნისი 2019 22:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
ციტატა: ZIZOU...
არსელონაში ყავთ 9 ნომერია, და თუ უპატრონო ძაღლი გინდა 3 ნომერი

ვეღარ ვსუნთქავ, დავიხრჩეე

8

18 ივნისი 2019 22:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: mirianiii
au sastav dzaan gtxovt tbilishi vinmem tu icit lekvebi sad iyideba,erti masivshia magram zusti mdebareoba ar vici,an sheileba isets icnobdet visac chamoyavs an kide yidis adgilze an rame eseti,tu icit ar gaatarot

რა ლეკვი გინდა მეგობარო?

9

18 ივნისი 2019 23:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 496
როდრიგო ძაან მომწონს.იმედია ვინი და როდრიგო მაგრად შეუბერავენ.

გუნდში ახლა შეტევაში მე ამ ხალხს დავიტოვებდი:აზარი(ვინი),ბენზემა(იოვიჩი),ასენსიო(როდრიგო)

ასენსიო ამ წელსაც იმსახურებს შანსს და წელსაც თუ ვერაფერი ქნა მერე მართლა უნდა დაფიქრდნენ გაყიდვაზე.ვასკესს რაც შეეხება მაგრად კი მევასება მშრომელი მოთამაშეა,მარა ბევრი თავდამსხმელი დაგროვდა გუნდში და ჯობია გაუშვან.ბეილს რაც შეეხება უეჭველი გასაყიდია თუარადა თუარ გაიყიდა კლასი კიაქვს და გამოცდილება იქნებ მეორე სიცოცხლე გაეხსნას და ათამაშდეს.
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

10

19 ივნისი 2019 00:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: eskobari
ციტატა: mirianiii
au sastav dzaan gtxovt tbilishi vinmem tu icit lekvebi sad iyideba,erti masivshia magram zusti mdebareoba ar vici,an sheileba isets icnobdet visac chamoyavs an kide yidis adgilze an rame eseti,tu icit ar gaatarot

რა ლეკვი გინდა მეგობარო?

ese konkretulad ara magram an laika sufta sisxli an patarebi ro arian tetrebi, shpici qvia mag jishs,ai mah oridan ert erti

11

19 ივნისი 2019 01:49

ნაგაზი ლაბრადორი შემიძლია თვენახევრის ლაიკა თუ გაწყობს სადგაც 8 თვემდეა დიდია უკვე...მონასტერში გვყავს გასაყიდად..ეს სამი ჯიში გვყავს მხოლოდ..

12

19 ივნისი 2019 09:21

8 tvis didia ukve ra,minda ro tviton gavzardo ra shedzlebisdagvarad,labradori da nagazi ar minda,karoche madloba ra,tu ver vishove am dgeebshi mogwer aucileblad

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)