ხაბი ალონსო - ნანატრი ტრანსფერი
როგორც იქნა, დადგა ჟამი ხაბი ალონსოს ”რეალში” გადმოსვლისა.ამ მოვლენას წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე 2 კვირა ელოდნენ, ხოლო მადრიდული პუბლიკა 5 წელი.ჯერ კიდევ ”რეალ სოსიედადში” ასპარეზობისას, მადრიდმა დაადგა თვალი საყრდენ ნახევარმცველს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი მოყვანა სამეფო გუნდში ვერ მოხერხდა.
მაშ ასე, ხაბი ალონსო ფლორენტინო პერესის მე-7 ახალწვეულია.დონ პრეზიდენტმა ბასკ მოთამაშეში 30 მილიონი გადაუხადა (წელიწადში 4,5 მილიონს მიიღებს ხაბი) ”მერსესაიდელებს.”შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელების საზაფხულო შესყიდვები დასასრულს მიუახლოვდა.როგორც იქნა, სამეფო გუნდმა შეიძინა ”ორკესტრის დირიჟორი,” აღნიშნული ფეხბურთელის სახით.სწორედ ალონსოს კისერზეა შეტევების ორგანიზება და თავდასხმელების კარგი პასებით მომარაგება.ის ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელია და შეიძლება ითქვას, რომ ”ლივერპულის” ბოლოდროინდელ წარმატებაში მას ლომის წვლილი მიუძღვის.
ბასკმა თავისი ბოლო შეხვედრა ”ლივერპულის” რიგებში გასულ კვირას გამართა.ამხანაგურ მატჩი ინგლისელებმა ”ესპანიოლთან” ითამაშეს.ალონსოს მხოლოდ 5 წუთი მოუწია მინდორზე გაჩერება.
მადრიდში მას 5 წელი ელოდებოდნენ
სამეფო გუნდი ჯერ კიდევ 2004 წელს დაინტერესდა ალონსოთი.ეს ის დრო იყო, როდესაც ფეხბურთელს ორი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა გატარებული ”სოსიედადში” და ნახსენები წლის სეზონში კინაღამ ლა ლიგის თასს რომ ჩაებღაუჭა ბასკური გუნდი.სატრანსფერო ფანჯარაზე პერესი და ბრიგადა გუნდიდან წასულ მაკელელეს შემცვლელს ეძებდნენ.საინტერესო ის იყო, რომ დონ ფლორენტინოს 12 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდოდა ხაბიში, ხოლო იმდროინდელ თავკაც, კამაჩოს, გუნდში პატრიკ ვიეირას მოყვანა სურდა.მოკლედ ”რეალმა” ლამის გუნდში მოსული მოთამაშე არ მიიღო, რითაც შემდეგ ”ლივერპულმა” ისარგებლა და ფეხბურთელი 15 მილიონად გადაიბირა (სასაცილოა რომ პერესს მაშინ 15 მილიონის გადახდა არ უნდოდა, ხოლო ეხლა კი ორჯერ მეტი დაუჯდა ხაბის გუნდში მოყვანა).
2004 წლის შემდეგ 4 წელი გავიდა, მაგრამ მაკელელეს სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოიძებნა.მადრიდული კლუბი ამ დროის განმავლობაში სწორედ ალონსოში ხედავდა ხსნას, მაგრამ ისევ პერესმა ივარგა ბოლოს...აღსანიშნავია, რომ საყრდენი პოზიციის გაძლიერებას ხუთი წლის განმავლობაში: პაბლო გარსია, გრავესენი, დიარა და გაგო ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
”ახალი რედონდო”
ალონსო არის ”ხიდი,” რომელიც აკავშირებს დაცვასა და თავდასხმას.სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეს ეძებდნენ პელეგრინი და ვალდანო.ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ იმ გუნდში, სადაც ბენზემა, კაკა და რონალდუა, რა შეტევების წამოწყებაზეა საუბარიო, მაგრამ სიტუაციისადმი ამგვარი მიდგომა არა არის მართებული.რაც არ უნდა მეგა-ვარსკვლავი იყოს მოთამაშე, მას რასაკვირველია პასი სჭირდება.ალონსო კი სწორედ კარგი ”მეპასე” გახლავთ.თავის დროზე სამეფო გუნდში ფერნანდო რედონდო ასრულებდა ამ მოვალეობას.იმედია ხაბი ახლონსო ახალი ფერნანდო რედონდო იქნება გუნდისათვის.
აღსანიშნავია, რომ როგორც არბელოა და გრანერო, ასევე ალონსოც პელეგრინის მოთხოვნა იყო.ტრანსფერებიდან ჩანს, რომ ახალ ”რეალში” მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე დარჩება ძველი შემადგენლობიდან.რაც შეეხება, ალონსოს, არბელოას, ალბიოლს, კაკას, რონალდოს, ბენზემას, ეს ფეხბურთელები სამეფო გუნდის ახალი სასტარტო შემადგენლობისთვისაა მოყვანილი გუნდში.
- 5 აგვისტო 2009
- 3 517
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.