გადაწყვეტილია - „რეალმა“ ბეილის გაშვებაზე შეთანხმებას მიაღწია
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გარეთ ბეილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო...
ფლორენტინო პერესი მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.
„ბაიერნი“ მზად არის, უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს და თავად ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
თუ ბეილი ბუნდესლიგაში გადასვლაზე თანხმობას განაცხადებს, მადრიდის „რეალი“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.
- 16 ივნისი 2019
- 11 206
- 19