დადასტურდა - „რეალმა“ 12 ფეხბურთელი უნდა გაუშვას!!!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე კლუბის შემადგენლობაში 37 ფეხბურთელი ირიცხება, ზიზუს კი მხოლოდ 25 მოთამაშის ყოფილის უფლება აქვს...
37 ფეხბურთელში რა თქმა უნდა იგულისხმება იჯარით გაშვებული მოთამაშეებიც.
ივლისის მეორე კვირაში ზინედინ ზიდანი პრე-სეზონს დაიწყებს, სადაც ისედაც გასაშვები ფეხბურთელების მზადების საჭიროება აღარ დგას.
12-მა მოთამაშემ კლუბი უნდა დატოვოს, აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი ყველა წინადადებას ყურადღებით განიხილავს.
კეილორ ნავასი, ლუკას სილვა, ბორხა მაიორალი, ხამეს როდრიგესი, ლუკას ვასკესი, მარტინ ედეგორი, მარიანო დიასი, მარკოს ლორენტე, დანი სებალიოსი, ნაჩო, ხესუს ვალიეხო, სერხიო რეგილონი, ბრაჰიმ დიასი, გარეთ ბეილი და ისკო ალარკონი. ამ 15 ფეხბურთელიდან 12-მა სამეფო კლუბის რიგები უნდა დატოვოს.
- 16 ივნისი 2019
- 6 493
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.