პერესი:„ფეხბურთელთა ფასები არაადეკვატურად არის გაზრდილი“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა...
„ფული და ფეხბურთი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია და ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ბოლო წლებში განვითარებული ტენდენციები რეალობის საზღვრებს სცდება და თუ ასე გაგრძელდება ფეხბურთი აღარ იარსებებს.“
„თუ მცირე და საშუალობიუჯეტიანი კლუბები ფეხბურთელებს ვეღარ იყიდიან და ვეღარ გაყიდიან, გრანდებსაც პრობლემები შეექმნებათ.“
„არ შეიძლება, რომ ფეხბურთელში ითხოვდნენ 150 მილიონ ევროს, როდესაც მისი რეალური ფასი 50 მილიონია.“
„მსგავსი ტენდენციის შემთხვევაში ფეხბურთი აღარ იარსებებს და ჩვენ საქმე გვექნება მხოლოდ მულტიმილიონერების სპორტთან.“
„მადრიდის „რეალი“ მზად არის ყველანაირად შეუწყოს ხელი გარკვეულ რეგულაციებს, ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, ჩვენი პოლიტიკაც დავამტკიცოთ, რომ არაადეკვატური თანხების გადახდა არამხოლოდ კლუბების, არამედ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის განვითარებას უშლის ხელს.“
- 16 ივნისი 2019
- 17 831
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.