რაფაელ ვან დერ ვაარტი: შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს
ბოლოს პერიოდში ძირითადში მყარად დამკვიდრებულ რაფაელ ვან დერ ვაარტს “მარკას” ჟურნალისტი დაუკავშირდა და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
“ლა ლიგაში შესანიშნავად ვასპარეზობთ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს ქულათა სარეკორდო რაოდენობას მოვუყაროთ თავი. თუ ასეთი ტემპით გავაგრძელეთ ვარჯიში, სეზონი წარმატებით დასრულდება. ამ ეტაპზე კი გუნდის უმთავრესი მიზანი დარჩენილი მატჩების მოგებაა. წინ 5 ფინალი გველის. ტიტულის სიბელესზე აღნიშვნა ძალიან მინდა. ეს ფაქტი მოტივაციას ერთიორად მიმაღლებს. ზოგადად, ინჩასების გარემოცვაში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.”
“როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა მითხრეს, “ლა რომარედაზე” თამაში ძალიან რთულია. იმედი მაქვს გუნდი ისეთი ერთსულოვნებით იასპარეზებს, როგორც წინა კვირას, “ვალენსიასთან”. პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ საჭიროა მატჩის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლა. თითოეული შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო გვაქვს და ვიცით, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.”
“გასულ ზაფხულს გუნდში დარჩენა გადავწყვიტე და ამას არც ვნანობ, რამეთუ ძირითად შემადგენლობაში ფეხი უკვე მოვიკიდე. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯეროდა და მანუელ პელეგრინის, რომელმაც შანსი არაერთხელ მომცა.”
“ბარსელონასთან” მარცხი უკვე დავიწყებას მიეცა. ჩვენი ფიქრები მხოლოდ მომდევნო შეხვედრებს უტრიალებს. გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილის სათავეში შეიძლება მოვექცეთ, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.”
“რაული გუნდის კაპიტანი და სხვებისთვის მისაბაძი პიროვნებაა. “ელ კაპიტანის” ანგარიშზე არაერთი რეკორდია. იმედი მაქვს, რომ ჩვენთან კიდევ დიდი ხნით დარჩება. შესანიშნავი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელია კაკაც, რომელსაც საკუთარი გუნდი ძალიან უყვარს და მისი წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.”
“შემიძლია საკუთარ თავს სრულფასოვანი “მადრიდისტა” ვუწოდო. გუნდის ფილოსოფია კარგად გავიაზრე და ფანებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ინჩასები ძალიან პრეტენზიულები არიან, თუმცა მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ.”
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 23 აპრილი 2010
- 1 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.