ოცნება, რომელიც 500 მილიონი ევრო ღირს!
მადრიდის „რეალმა“ სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე ეფექტურად დაიწყო. ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებში უკვე 303 მილიონი ევრო დახარჯა და მნიშვნელოვნად გააძლიერა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ზინედინ ზიდანის მთავარი სატრანსფერო მიზნები სრულად არ არის სისრულეში მოსაყვანი...
ოცნება, რომელიც 500 მილიონი ევრო ღირს, ფაქტობრივად შეუსრულებელ მისიადაა ქცეული, მაგრამ მადრიდის „რეალი“ 31 აგვისტოს ჩათვლით იბრძოლებს.
ის, რომ კრისტიან ერიკსენი და პოლ პოგბა სამეფო კლუბს ერთად შეუერთდნენ გამორიცხულია, ვინაიდან საჭიროებაც არ არსებობს, თუმცა ორიდან ერთ-ერთი ზიზუს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
რაც შეეხება კილიან მბაპეს. მისი „პსჟ“-დან გადმოყვანა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე პოგბას ან ერიკსენის ტრანსფერი.
მადრიდის „რეალი“ სრულად არის მობილიზებული, როგორც თანხობრივი, ასევე სხვა რესურსის მხრივ და ყველაფერს აკეთებს, რომ კილიანის ტრანსფერი გაჩარხოს, თუმცა სიტუაცია ალ ჰელაიფი აჩერებს, რომელსაც ფრანგი ახალგაზრდის წასვლის შესახებ საუბრის დაწყებაც კი არ სურს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ წინა ხაზში აღარავის დაიმატებს და სრულ რესურსს მბაპეს ტრანსფერს მოახმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადიო მანესთან, ნეიმართან და სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებული ჭორები ჭორებად დარჩება.
- 15 ივნისი 2019
- 6 035
- 37
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.