„იუნაიტედი“ წინააღმდეგია, პოგბა კი „რეალში“ თამაშს ითხოვს
ბრიტანულ და ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, პოლ პოგბასა და მანჩესტერ „იუნაიტედს“ შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება...
ინგლისური კლუბი ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს, თავად ფეხბურთელს კი მადრიდის „რეალში“ თამაში სურს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალმა“ „მანჩესტერს“ 120 მილიონიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. „წითლები“ 180 მილიონს ითხოვენ, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას არ აპირებენ.
თავად ფეხბურთელი ზინედინ ზიდანს შეხვდა და განუცხადა, რომ „ბლანკოსში“ სათამაშოდ მზად არის. პოლს ასევე ჰქონდა კომუნიკაცია „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან, სადაც წასვლის საკითხი დააყენა, თუმცა მანჩესტერელები აცხადებენ, რომ მისი გაშვება კლუბის გეგმებში არ შედის.
- 15 ივნისი 2019
- 1 739
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.