აზარი:„ზიდანის მიერ „ლევერკუზენთან“ გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება“
ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საკითხს შეეხო...
„ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც „რეალში“ გადმოსვლით ვგრძნობ. ეს არის კლუბი, რომელიც ყველა ფეხბურთელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თეთრი მაისურის მორგება განსაკუთრებული მომენტი იყო.“
„ჩემი პირველი დღე მადრიდისტას რანგში მართლაც ემოციებით დატვირთული გამოდგა. უამრავი ქომაგის წინაშე ბერნაბეუზე გასვლა დიდი სიხარული იყო.“
„მსურს, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პრე-სეზონი და ზინედინ ზიდანთან ერთად ბევრი ვიმუშავო. ეს არის საუკეთესო კლუბი მსოფლიოში. სანამ ბერნაბეუზე პირველ ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემი გვარი გამოაცხადეს და საოცარი განცდები დამეუფლა.“
„ძალიან ვნერვიულობდი, ბავშვივით ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერმა გადამიარა. ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ემოციური ფონი საკმაოდ მასშტაბური იყო.“
„ბავშვობიდან ვოცნებობდი სამეფო კლუბში მოხვედრაზე. ოცნება 28 წლის ასაკში ამიხდა. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გზა გამოვიარე იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავი.“
„ვნებათაღელვა ძალიან დიდია. როდესაც „რეალში“ თამაშობ ყველა ტიტულის მოგება გსურს. ვალდებული ხარ, ბოლომდე დაიხარჯო და გამარჯვებისთვის იბრძოლო. ძალიან მნიშვნელოვანია ქომაგების სურვილების შესრულება.“
„საუკეთესო მომენტი ჩემ მეხსიერებაში? ეს იყო ზინედინ ზიდანის მიერ „ლევერკუზენის“ კარში გატანილი გოლი. ის მომენტი არასდროს დამავიწყდება.“
„ფეხბურთელობა დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა. როდესაც შემდგარი სპორტსმენი ხარ და მწვანე მინდორზე გადიხარ საოცარი გრძნობები გეუფლება, ამას ყველა ფეხბურთელი დაადასტურებს.“
„მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 13 თასი მუზეუმში უბრალოდ საოცრებაა. მე არასდროს მითამაშია ფინალში და ამაზე ვოცნებობ.“
„მსურს, რომ ივლისის თვე მალე მოვიდეს და ზიდანთან ერთად მუშაობა დავიწყო. ფრანგს დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი კუმირია.“
„ტიბო კურტუა ჩემი მეგობარია და დიდი წვლილი შეიტანა ტრანსფერის სრულად გაჩარხვაში. უდიდესი ინტერესი არსებობდა და ტიბოც მზად იყო, ჩემი ყველა კითხვისთვის სათანადოდ ეპასუხა, ის მხარში მედგა და მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვდიოდი.“
„და ბოლოს. მსურს მივმართო ქომაგებს და დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი დახვედრისთვის, ყველაფერს გავაკეთებ მათი იმედების გასამართლებლად.“
- 15 ივნისი 2019
- 3 639
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.