„რეალმა“ უკვე 303 მილიონი ევრო დახარჯა!
მადრიდის „რეალმა“ ტრანსფერებში უკვე 303 მილიონი ევრო დახარჯა, რაც თავისთავად ძალიან მაღალი მაჩვენებელია...
დედაქალაქურმა კლუბმა ზაფხულამდე დაიმატა ედერ მილიტაო, რომელშიც გადახდილია 50 მილიონი ევრო. როდრიგო გოეშის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ბრაზილიელი ტალანტი 45 მილიონი ევრო დაჯდა.
ფერლან მენდის ფასი 48 მილიონია, ლუკა იოვიჩის 60, ხოლო ედენ აზარის 100.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბი ტრანსფერებში კიდევ 200 მილიონ ევრომდე დახარჯავს, თუმცა კლუბიდან მინიმუმ 6 ფეხბურთელი წავა, რაც შემოსავლის სახით 250 მილიონი ევრო მაინც იქნება.
- 13 ივნისი 2019
- 1 810
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.