„რეალის“ მომდევნო შენაძენი „აიაქსის“ ლიდერი ხდება?
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალმა“ მანჩესტერ „იუნაიტესა“ და „ტოტენჰემს“ ბრძოლა მოუგო...
საქმე ეხება დონი ვან დე ბეეკს, რომელზეც პრემიერლიგის კლუბებმა ნამდვილი ბრძოლა გამოაცხადეს.
მადრიდის „რეალი“ ჰოლანდიელთან დაკავშირებით ბოლომდე არ აქტიურობდა, ვინაიდან პოლ პოგბა ნომერ პირველ კანდიდატად განიხილება, თუმცა ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, პერესი ვან დე ბეეკთან დაკავშირებითაც აქტიურ მოქმედებებზე გადადის, რათა ჰოლანდიელს ინგლისში წასვლის საშუალება არ მისცეს.
ვან დე ბეეკს ყველაზე მეტად „რეალში“ სურს, მაგრამ თუ სამეფო კლუბი მოვლენებს გაწელავს პრემიერლიგისკენ აიღებს გეზს.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, „ბლანკოსი“ მოვლენებს დააჩქარებს და მომდევნო შენაძენი სწორედ „აიაქსის“ ლიდერი გახდება.
- 13 ივნისი 2019
- 4 198
- 16