EL Larguero - „ლივერპულს“ „რეალის“ 2 წინახაზელი მიჰყავს!
ესპანური EL LARGUERO იუწყება, რომ მერსისაიუდელ „ლივერპულს“ მადრიდელი წინახაზელი მიჰყავს...
საქმე ეხება მარკო ასენსიოს და ლუკას ვასკესს. ერთი შეხედვით, ტრანსფერის ალბათობა დაბალია, მაგრამ ამავე წყაროზე დაყრდნობით, მერსისაიდული კლუბი ძალიან სოლიდური თანხის გადახდას გეგმავს.
ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებში უკვე დახარჯა 160 მილიონი ევრო და წინ დიდი გეგმები აქვს, შესაბამისად შემოსავლებზეც ფიქრობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ლივერპული“ ასენსიოს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ჩამოდის, ლუკას ვასკესში კი 35 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვასკესზე პრეტენზიას „ინტერიც“ აცხადებს, რომელიც კლუბთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
- 12 ივნისი 2019
- 4 549
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.