ზიდანმა ვინიციუსის მომავალზე გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ვინიციუს ჟუნიორთან დაკავშირებით საკვირველი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ფლორენტინო პერესი არ ეთანხმება და ხელმძღვანელებს შორის არსებულ საკითხზე კომპლიქტია...
ზიზუს ვინიციუსის იჯარით გაშვება სურს, ვინაიდან თვლის, რომ ის მზად არ არის, „რეალის“ მოთხოვნებს გაუძლოს, სხვა კლუბში კი ევროპაში თამაშის კარგ გამოცდილებას მიიღებს და სამეფო კლუბს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.
ფლორენტინო პერესი ამ აზრს არ იზიარებს და მაგალითად მოჰყავს სანტიაგო სოლარის მმართველობა, როდესაც ვინი ხშირად სჩანდა მოედანზე და საკმაოდ ეფექტურადაც გამოიყურებოდა.
ამასთანავე პერესი აცნობიერებს, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით ვინიციუსის სამეფო კლუბში დატოვება მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ პერესი ზიდანის პოზიციას არ იზიარებს და ძალიან საინტერესოა, საბოლოო ჯამში ვისი აზრი გაიმარჯვებს.
ვინიციუსზე პრეტენზიას პირველ რიგში „ვალიადოლიდი“ აცხადებს. ესპანური გუნდის ხელმძღვანელმა, ლუის ნაზარიო რონალდომ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით „მერენგებს“ უკვე 3-ჯერ მიმართა და უარი მიიღო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 10 ივნისი 2019
- 13 773
- 32