მბაპეს მამა ზიდანს შეხვდა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კილიან მბაპეს მამა შეხვდა...
ფრანგი ვარკვლავის მამა „რეალს“ თხოვნით მიმართავს, რომ მისი შვილის სანაცვლოდ 230 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ალ ჰელაიფის დაყოლიება გაცილებით მარტივი იქნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „პსჟ“-მ მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადა და 230 მილიონის მიღების შემთხვევაში 50 მილიოანიან სარგებელს ნახავს. მეორე რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პარიზული კლუბი უხეშად არღვევს ფინანსურ რეგულაციებს და კილიანის გაყიდვის შემთხვევაში შემოსავალში 230 მილიონი ევროს დაფიქსირდება ძალიან ბევრ ხარვეზს გამოასწორებს.
კილიანი ღიად გამოხატავს, რომ სამეფო კლუბში წასვლა სურს, სწორედ ამიტომ მისი მამა აქტიურ მოქმედებებზე გადადის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნასერ ალ ჰელაიფი ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს.
- 10 ივნისი 2019
- 7 423
- 14