რობერტო კარლოსი:„გული მწყდება, რომ „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს“
რობერტო კარლოსმა სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა...
„სამეფო კლუბმა დიდი ცვლილებები დაანონსა და ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესმა დანაპირები შეასრულა. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა მხოლოდ 9 დღეა გასული, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობას კი უკვე შეუერთდნენ იოვიჩი და აზარი. სეზონის დასრულებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ დედაქალაქური კლუბის ღირსებას ედერ მილიტაო დაიცავდა.“
„უდავოდ უნდა ვთქვათ, რომ ახალი „გალაქტიკო“ აზარზე აეწყობა და ბელგიელს შეუძლია კლუბის უდავო ლიდერის ფუნქციის მორგება, ის საოცარი ფეხბურთელია.“
„ზიდანი ფეხბურთელებს აუცილებლად გაუშვებს, მაგრამ ახლანდელი შემადგენლობის დაახლოებით 80% კოლექტივში დარჩება, აქედან გამომდინარე, ძირითადი ბირთვი შეცვლას არ დაექვემდებარება.“
„იოვიჩი შესანიშნავი შენაძენია, მას კარიმ ბენზემასთან განსაკუთრებული კონკურენცია მოუწევს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ზიზუ გარკვეულ მატჩებში იოვიჩი-ბენზემას დუეტს სასტარტოშიც შემოგვთავაზებს. ეს არის ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.“

„ძალიან მწყდება გული, რომ გადის წლები და „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს. ეს ადამიანი ნეიმარია, რომლის ტრანსფერიც კვლავ პრობლემას წარმოადგენს. წლები გადის და ჩემ თანამემამულეს ასაკი ემატება. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო.“
„მარსელოს ხშირად მადარებდნენ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით. მე იმდენს ხანს არ ვფლობდი ბურთს, რამდენსაც ვიეირა ფლობს, მისი ტექნიკა ნამდვილად დასაფასებელია. ვთვლი, რომ მინიმუმ 7 წლის მანძილზე ის საუკეთესო განაპირა მცველის სტატუსს ინარჩუნებს, ის „მერენგების“ რიგებში დიდხანს უნდა დარჩეს.“
„ვინიციუსი ნაკრებსმიღმა დარჩა და კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს, ეს ჩემთვის საწყენია, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ტიტეს გადაწყვეტილებას. „რეალის“ წინახაზელი ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერი წინ აქვს, ის ბევრჯერ მოირგებს ბრაზილიის ნაკრების მაისურს.“
- 9 ივნისი 2019
- 7 816
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.