მილიტაო, იოვიჩი, აზარი - შემდეგი გაჩერება პოლ პოგბაა!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ედერ მილიტაოს, ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის ტრანსფერების შემდეგ, მადრიდის „რეალი“ მთავარ სატრანსფერო პრიორიტეტად პოლ პოგბას ასახელებს...
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგის ტრანსფერზე „იუნაიტედთან“ შეთანხმება ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ფლორენტინო პერესი უკან დახევას არ გეგმავს, ვინაიდან პოლი ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში „ბლანკოსის“ გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი მანჩესტერში გამგზავრებას და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან პირისპირ საუბარს გეგმავს.
„რეალს“ პოგბასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადება აქვს მომზადებული, რომელიც ითვალისწინებს, როგორც მხოლოდ თანხის გადახდას, ასევე ფეხბურთელების გაცვლას.
- 8 ივნისი 2019
- 4 237
- 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.