აზარი:„დიდი მადლობა „ჩელსის“, რომ დღეს „რეალს“ ვეკუთვნი“
ედენ აზარმა მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა...
„ცხოვრების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედი. ლონდონის „ჩელსიში“ მრავალწლიანი კარიერის შემდეგ „რეალის“ ღირსებას დავიცავ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი „ჩელსის“ ხელმძღვანელობას. პირველ რიგში იმისთვის, რომ მიყიდეს, მეორე რიგში კი იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გამიშვეს.“
„ჩემთვის „ბლანკოსი“ მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბია. ვერ იარსებებს „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და სხვა გუნდები მაშინ, როდესაც სამეფო კლუბს არ ვახსენებთ.“
„მჯერა, რომ მადრიდული გუნდის მაისურით უამრავი ტიტულის მოგებაც შევძლებ.“
- 8 ივნისი 2019
- 20 834
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.