"განსაკუთრებულს" მადრიდში ელიან
გამარჯობათ პატივცემულო Halamadrid.ge-ს წევრებო.მე მინდა ერთი დღით ჩვენი საიტის ერთ–ერთ საუკეთესო მწერალს Shvela–ს მივბაძო და შემოგთავაზოთ საკუთარი სტატია ჩვენი გუნდის ერთ–ერთ საკითხზე.საკითხი კი არის ჩემი აზრით ბოლო წლებში რეალის მთავარ პრობლემაზე ანუ მთავარ მწვრთნელზე.ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და მე გთავაზობთ ჩემს ვარიანტს.სურათზე ალბათ მიხვდებით თუ ვიზე იქნება საუბარი ამ სტატიაში.ჟოზე მოურინიო საუკეთესო ვარიანტი ალბათ არ არსებობს.სრულიადში აუცილებლად დავასაბუთებ თუ რატომ მსურს "განსაკუთრებული"(როგორც ჟოზე თავის თავს ეძახის) სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელად.სათაური კი იქედან გამომდინარეობს რომ მართლაც ბევრი სამეფო კლუბის გულშემატკივარი ელის მოურინიოს მოსვლას მადრიდში.
"პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მოურინიოს სავარაუდო მოსვლა ნიშნავს იმას რომ რეალი აუცილებლად შეიცვლის თავის პოლიტიკას.როგორც იცით ჩვენს კლუბში მწვრთნელი ასე რომ ვთქვათ მეორე ხარისხოვან ადამიანად ითვლება.ის არ წყვეტს თუ ვინ უნდა მოვიდეს გუნდში ან ვინ უნდა წავიდეს.მადრიდში მწვრთნელი მყარად არასდროს დგას განსაკუთრებით გუნდიდან ვისენტე დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ.მოურინიოს მოსვლით ეს ყველაფერი შეიცვლება თან აუცილებლად.სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ არ დათანხმდება მადრიდში მწვრთნელობას.თუ პერესს ნამდვილად სურს რომ "მადრიდის რეალმა დაიბრუნოს ის ძველი დიდება,მან აუცილებლად უნდა შეცვალოს კლუბის მართვა.
ჟოზე მოურინიო მოსვლისთანავე წამოაყენებს მოთხოვნებს.მოთხოვნები იქნება ესეთი:პირველ რიგში რომ მის საქმეში აბსოლიტურად არავინ არ უნდა ჩაერიოს.ის მოიყვანს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს რომელიც მას სურს და არა ხელმძღანელობას.პერესი ტრანსფერებში მხოლოდ მას უნდა შეუთანხმდეს და არა ვალდანოს,ან სხვა კლუბის წარმომადგენლებს.ეს ყველაფერი უნდა დაკმაყოფილდეს,იგივე ჩვენი გუნდის სასარგებლოდ
ეხლა კი დეტალურად შემოგთავაზებთ მოურინიოს მთავარ პლიუსებს.პირველ რიგში ალბათ გეცოდინებათ რომ ის არის ძალიან მკაცრი მწვრთნელი.ის ფეხბურთელებისთვის არის ავტორიტეტი.მან იცის ვარსკვლავებთან მუშაობა.ვერცერთი ფეხბურთელი მას ზედმეტს ვერ გაუბედავს.ეს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში.
რაც შეეხება საფეხბურთო პლიუსებს:ჟოზე მოურინიოს ყველა ვიცნობთ როგორც ერთ–ერთი უძლიერეს მწვრთნელს მსოფლიოში.ის არის უძლიერესი ტაქტიკოსი,არის "ადამიანი–შედეგი".ეს იმიტომ რომ ყველა კლუბში მას აქვს მთავარი–შედეგი.როგორც რუსი ექსპერტები იტყვიან ხოლმე მას ყველგან თან დაყვება Дух победителя.ყველა დამეთანხმებით რომ რომ ის არის უძლიერესი ტაქტიკოსი და ასევე ფსიქოლოგი.მას შეუძლია გუნდი განაწყოს ისე როგორც არავის.მისი დარიგების შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ უსაზღვრო მოტივაცია(სურვილთან არ შეგეშალოთ) გამარჯვებისთვის,განსაკუთრებით ეს ეხება გადამწყვტ მატჩებს.
სტატისტიკურად ჟოზემ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი,პორტუგალიის თასი,უეფას თასი,ჩემპიონთა ლიგა,ინგლისის ჩემპიონატი,ინგლისის თასი,იტალიის ჩემპიონატი.მოურინოს გუნდებს შიდა ჩემპიონატებში საკუთარ მოედანზე თამაში წანაგები არ აქვთ, არც პორტუს "დრაგაოზე",არც ჩელსის "სტემფორდ ბრიჯზე" და არც ინტერს "სან სოროზე" .შტამბეჭდავი შედეგია არა?...
ჟოზეს მოსვლით რეალი გახდება ასევე ფიზიკურად გამძლე გუნდი,რაც ინგლისის კლუბებს ახასიათებთ.ფეხბურთელები არა 1ტაიმი ან 30 წუთია არამედ 90 წუთის განმავლობაში იბრძოლებენ და არ დანებდებიან რადგან ისინი ფიზიკურად კარგად იქნებიან მომზადებულნი.გარდა ამ ყველაფრისა კიდევ მოურონიოს გუნდებს შეუძლიათ თამაშის შემოტრიალება 360 გრადუსამდე.რაც ჩვენ დაგვაკლდა ლიონთან და ბარსელონასთან თამაშში.
ბოლო მაგალითი კი ამისა გახლდათ ინტერის ბოლო შეხვედრა ბარსასთან.ალბათ ყველამ ნახეთ ეს მატჩი.ასეთი მებრძოლი ინტერი მე ნაღდად არ მინახავს.უცხოური პრესაც კი გაოცებული იყო.გუნდი შესანიშნავად იყო მომზადებული როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად და განსაკუთრებით კარგად იყვნენ მომზდებულნი ტაქტიკურად.მათ მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულეს და თავიდან ცუდად დაწყბეული თამაში 360 გრადუსამდე შემოატრიალეს.ერთ–ერთმა უცხოურმა საფეხბურთო ექსპერტმა კი მოურინიოს მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა:Respect Joze.აი ეს ახასიათებთ პორტუგალიელის გუნდებს.ბრძოლა ბოლო წუთამდე მთავარისთვის შედეგისთვის და უკვე მერამდენედ მოურინიო უმტკიცებს ყველას რომ მას შედეგი მოაქვს.
სწორედ მან დააყენა ჩელსი და ინტერი გრანდ გუნდებად.ლონდონელებს მის მოსვლამდე 55წელი არაფერი არ ჰქონდათ მოგებული მოურინიოს მოსვლით კი ყველამ კარგად იცით.რაც შეეხება ინტერს ეს გუნდი იყო მხოლოდ იტალის ჩემპიონატისთვის.მაგრამ ეხლა შეხედეთ ჟოზემ ფეხბურთელებს დააჯერა რომ მათ შეუძლიათ ევროპის არენაზე წარმატების მიღწევა.შეხედეთ როგორი მინდომებით თამაშობენ მის მიერ დარიგებული ფეხბურთელები.თქვენ იცით რომ ხავიერ ძანეტი 37 წლის არის?მას ეტყობა ეს ასაკი?არა რადგან ის შესანიშნავად თამაშობს როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ფლანგზე.ასე რომ არ იყოს მთელი სეზონი მოურინიო მას ძირითადში არ დააყენებდა.ბევრ ახალგაზრდას შეშურდება მისი თამაში,ეს იმიტომ რომ ის ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული და ეს მოურინიოს დამსხახურებაა.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ რომ დღეს რეალს სჭირდება სწორედ ასეთი მწვრთნელი.მკაცრი,ავტორიტეტული,შეუპოვარი,რომელსაც პრესაც კი ვერ შეარყევს.რომელთანაც ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ.ჩვენ გვჭირდება შედეგი რაც დიდი ალბათობით შესაძლოა რომ ჟოზემ მოგვიტანოს.
მოურინიო თავის თავს განსაკუთრებულს ეძახის და მას ამის სრული უფლება აქვს რადგან ის არა საუბრით არამედ საქმით ამტკიცებს რომ მართლაც განსაკუთრებულია.
ვამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ ჩემთვის და ბევრი მადრიდელი გულშემატკივრისთვის სხვა არანაირი ვარიანტი არ არსებობს.არანაირი ბენიტესი,ანჩელოტი და მითუმტეს პელეგრინი ამ გუნდს არ სჭირდება.მადრიდის რეალმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა,გუნდში პირველი პირი და მთავარი ავტორიტეტი უნდა იყოს არა პრეზიდენტი ან გენერალური დირექტორი არამედ მთავარი მწვრთნელი.ამ ყველაფერს კი მხოლოდ ჟოზე შეძლებს.
დამერწმინეთ რომ თუ ზაფხულში მოურინიო გახდება რეალის მთავარი მწვრთნელი,რისიც დიდი ალბათობაა,ესეიგი პერესმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და რეალის პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება.რაც ჩვენი გუნდისთვის აუცილებლად სასიკეთო იქნება.რადგან თუ ჟოზეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებ გუნდს შედეგი აუცილებლად ექნება.ეს ფაქტი ჩვენ უკვე სამ გუნდზე ვნახეთ.
მასალა მომზადებული არის ჩემს მიერ.გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ სტატია და ამის შემდეგ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ საკითხზე და ვიმსჯელოთ ანუ წავიდეს მსჯელობა.გთხოვთ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ.
- 22 აპრილი 2010
- 3 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.