„ლივერპული“ ლუკას ვასკესში 40 მილიონს იხდის
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ ლუკას ვასკესთან დაკავშირებით საინტერესო შემოთავაზება მიიღო...
ესპანელი ფეხბურთელის დამატება იურგენ კლოპს მსურს და „ლივერპული“ მზად არის, მადრიდელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მერსისაიდელები თვლიან, რომ შესანიშნავი წინა ხაზი ჰყავთ, თუმცა რესურსი მცირეა. სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო უალტერნატივოა, მაგრამ მათი შემცვლელები გუნდში ფაქტობრივად არ არსებობენ.
ჩაქირის თამაშით მერსისაიდელები უკმაყოფილონი არიან, სტარიჯი „წითლებს“ ტოვებს. რჩბა მხოლოდ ორიჯი, რომელიც ფორვარდია და ფლანგიდან არც ისე ეფექტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინგლისში თვლიან, რომ ვასკესის სისწრაფე და მონდომება „ლივერპულს“ ძალიან გამოადგება.
- 7 ივნისი 2019
- 1 551
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.