კაკა მოხარულია
სამეფო კლუბის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია კლუბში დაბრუნებით...
"ბედნიერი ვარ კლუბში დაბრუნებით, მე დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა ტრავმა, რომელიც "ალბათ" საბოლოოდ მოვირჩინე. ჩემთვის ამდენი ხნის გამოტოვება დიდი დარტყმა იყო, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, მე ვემორჩილებოდი მადრიდის "რეალის" მედიკოსთა შტაბს და მათ დავალებებს პირნათლად ვასრულებდი".
"კლუბს არც ისე რთული სიტუაცია აქვს, ლიდერთან სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს, ეს კი ნამდვილად აღმოფხვრადია. კატალონიელები შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ არც რეალი აპირებს დანებებას, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისათვის".
"პირველივე წელს ლა ლიგის მოგება ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნება. მომავალი სეზონიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდი მიზნები გვექნება დასახული და განხორციელებას შევეცდებით. "ბლანკოსს" ჰყავს იდეალური კოლექტივი, რომელსაც ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია და ჩვენ ამას აუცილებლად დავამტკიცებთ".
- 22 აპრილი 2010
- 2 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.