რეგილონი:„ზიდანმა პირველ რიგში სიმშვიდის შენარჩუნება მთხოვა“
სერხიო სეგილონმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...
„პირველ რიგში მსურს ვუთხრა პატარა ბიჭებს, მოზარდ თაობას, რომ რაც შეიძლება ბევრი იშრომონ და ისინი ადრე თუ გვიან ნამდვილად გახდებიან „რეალის“ მთავარი კოლექტივის წევრები. მე ამაზე ვოცნებობდი, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ბაზაზე მისვლა და ვარჯიში, მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა დიდი გამოცდილებაა.“
„მამას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს „ბლანკოსი“ ღირსებას ვიცავ. ამისათვის სკოლის გრაფიკის შეცვლაც დამჭირდა, ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიე.“
„Juvenil A-ში თამაში დიდი გამოცდილება იყო, სწორედ მას შემდეგ განვვითარდი ყველაზე მეტად და საბოლოო ჯამში მოვხვდი აქ.“
„„რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდია. ეს არის ისტორიული კლუბი, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.“
„როდესაც გავიგე, რომ ჟულიენ ლოპეტეგი ჩემზე გათვლას აკეთებდა და კოლექტივთან ერთად პრე-სეზონი უნდა გამევლო, დაჯერება მიჭირდა.“
„სანტიაგო სოლარის მმართველობის ეპოქაში ძალიან დიდი სათამაშო გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. ვიცი, რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში მიწევს ცხოვრება, მაგრამ ამისთვის მზად ვარ.“
„არასდროს დამავიწყდება „ცსკა“-ს წინააღმდეგ რუსეთში მოედანზე შესვლა, მაშინდელი ემოციები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემ მეხსიერებაში.“
„ასევე კარგად მახსოვს დებიუტი ბერბანებუზე. შანსი „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ, ურთულეს მატჩში მივიღე. ის დაპირისპირება შესანიშნავი გამოდგა ვინიციუსისთვის და სერხიო რამოსისთვის.“
„ზიდანმა მოსვლის შემდეგ მითხრა, რომ თვალს ადევნებდა ჩემ პროგრესს და აფასებდა იმ ღვაწლს, რომელიც სოლარის მწვრთნელობის დროს „რეალის“ მიმართ მქონდა. ფრანგმა მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მსგავს ტემპში მუშაობა გამეგრძელებინა.“
- 7 ივნისი 2019
- 1 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.