„რეალის“ პრეზიდენტი რეიესის შვილს ყველაფერში დაეხმარება
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, სამეფო კლუბი ხოსე ანტონიო რეიესის შვილს ყველაფერში დაეხმარება...
პირველ ეტაპზე დაღუპული ფეხბურთელის შვილი სამეფო კლუბის აკადემიაში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ითამაშებს, შემდეგ გზა „კასტილიასკენ“ გაეხსნება და თავის გამოჩენის შემთხვევაში არც მთავარი გუნდის კარი იქნება დაკეტილი მისთვის.
პერესი უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა ხარჯს, რომელიც რეიესის შვილს განვითარებაში დასჭირდება.
- 5 ივნისი 2019
- 1 681
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.