ესპანეთში იოვიჩს და ბენზემას ადარებენ
ის, რომ „რეალის“ წინა ხაზში მომდევნო სეზონში ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, აშკარა და თვალნათლივია. ლუკა იოვიჩი სამეფო კლუბში სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ გადასულა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზინედინ ზიდანი კარიმ ბენზემას 100%-იან ნდობას უცხადებს და სერბ ახალწვეულს ფრანგის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება გაუჭირდება...
სტატისტიკოები გვამცნობენ, რომ შარშანდელ სეზონში ბენზემასა და იოვიჩს ფაქტობრივად იდენტური სეზონი ჰქონდათ და პროცენტული მაჩვენებლებიც მცირე სხვაობაშია ერთმანეთთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბენზემა „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა, იოვიჩი კი ბუნდესლიგის საშუალო დონის კლუბი, რომელმაც ევროპალიგაზე სწორედ ლუკას საოცარი თამაშის გამო თქვა საკუთარი სიტყვა.
საერთო ჯამში იოვიჩმა გასულ სეზონში 48 მატჩი გამართა და 27 გოლის გატანა შეძლო, მის ანგარიშზე ასევე ფიქსირდება 7 საგოლე გადაცემა.
რაც შეეხება ბენზემას. ფრანგის ანგარიშზე 53 დაპირისპირება და 30 გოლია, ასისტების კომპონენტში კი კარიმი 11 ნაყოფიერი გადაცემით იწონებს თავს.
21 წლის ფეხბურთელზე სამეფო კლუბი ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და ეჭვი არ ეპარება, რომ იოვიჩი გუნდში ძალიან შედეგიანი იქნება.
- 5 ივნისი 2019
- 2 268
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.