იოვიჩი:„„ბარსელონაში“ ვერ ვითამაშებდი, რადგან ჩემთვის უპირველესი „რეალია““
ლუკა იოვიჩმა მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის არჩევანი გააკეთა. სერბმა განმარტა, თუ რატომ სურს „ბლანკოსში“ თამაში და არა „ბლაუგრანას“ რიგებში...
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ზინედინ ზიდანი. ადამიანი, რომელთანაც რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია. ფრანგი ლეგენდისგან რჩევის მიღება ძალიან სასიამოვნო იქნება.“
„„ბარსელონას“ წინადადებას არ დავთანხმდი, რადგან „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიმაჩნია და ჩემი გული მადრიდისკენ მიიწევდა.“
„ახლა უკვე სამეფო კლუბის ნაწილი გავხდი, რაც ჩემთვის საამაყოა.“
- 4 ივნისი 2019
- 11 614
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.