ბენზემას დაკითხვაზე დაიბარებენ
უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიო პრესის ყურადღება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისკენაა მიმართული.მთავარ გვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების გმირები, ფრენკ რიბერი, ქარიმ ბენზემა და სიდნეი გოვუ, არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოდხსენებულ ფეხბურთელებს ბრალად მიუძღვით, მსუბუქი ყოფაქცევის არასრულწლოვან გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება (სიმართლე გითხრათ, ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცემების ვებ-გვერდებზე სხვადასხვა ონფორმაციები ქვეყნება, თუმცა ჩვენ "ას"-ის მასალებს დავეყრდნობით).როგორც უკვე ცნობილია, "ბაიერნის" ნახევარმცველმა აღიარა, რომ მართლაც ჰქონდა კავშირი აღნიშნულ მეძავთან, თუმცა არ იცოდა თუ მისი ასაკი 18 წელს არ აღემატებოდა, ხოლო რაც შეეხება "რეალის" ფრანგი ლეგიონერს, ის ჯერ არ ყოფილა დაკითხვაზე, თუმცა როგორც იუწყებიან, ქარიმსაც მალე მოუწევს პარიზის პოლიციასთან "თანამშრომლობა."სამწუხაროდ, როდესაც ბენზომ დააპირა ინტიმური სურვილების ახდენა, უკვე საქვეყნიდ ცნობილი მეძავი მხოლოდდამხოლოდ 16 წლის იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგ სიტუაციში, ლიონელი თავდასხმელი, გოვუ, იმყოფება.სიდნეიმ "ჭკუას მოუხმო" და მაშინ დაიჭირა ურთიერთობა ამ "მანდილოსანთან", როდესაც მისი წლოვანება უკვე შეადგენდა 18 წელს.
აქვე მინდა ისევ ბენზემას მდგომარეობას დავუბრუნდე.ფეხბურთელის აგენტი უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა მისი კლინეტი დაკითხვაზე დაიბარეს: "ჩვენ არანაირ უწყება არ მოგვსვლია.ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდოდა არასრულწლოვან მეძავს ღამის კლუბში."
სტატიის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოთამაშეებს საკმაოდ სერიოზული სანქციები ელით.
პ.ს. As.comამ ლინკზე დაკლიკების შემთხვევაში, შეგეძლებათ ნახოთ ფრანგული "ტრიოს" რჩეული მეძავი.
- 22 აპრილი 2010
- 2 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.