„რეალის“ გენ.დირექტორი „ჩელსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები ლონდონისკენ აიღებდნენ გეზს...
„ას“ იუწყება, რომ კლუბის გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი ინგლისის დედაქალაქს ეწვია და „არისტოკრატთა“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ჩელსი“ ყველა გზით ცდილობს ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღებას და მოლაპარაკებებს აჭიანურებს, რაც ედენ აზარის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს, ვინაიდან ის უკვე დაემშვიდობა ლონდონურ კლუბს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, აზარის „რეალში“ ტრასნფერი გარდაუვალია და „ჩელსი“ ტყუილად ცდილობს პრობლემების შექმნას.
- 4 ივნისი 2019
- 2 471
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.