აზარის ტრანსფერი - მადრიდელები ლონდონში გაფრინდნენ!
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები ლონდონში გაემგზავრნენ...
საქმე ეხება ედენ აზარის ტრანსფერის სრულყოფას. „ჩელსი“ 120 მილიონს ითხოვს, „რეალი“ კი 100 მილიონიანი ბარიერის გადალახვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
„ჩელსიმ“ იცის, რომ ედენი უნდა გაუშვას. ბელგიელი უკვე დაემშვიდობა ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს და პირდაპირ განაცხადა, რომ „არსენალთან“ ევროპალიგის შეხვედრა ბოლო იყო მის „არისტოკრატულ“ კარიერაში.
მადრიდელები ეცდებიან, მომდევნო 2 დღის მანძილზე 100 მილიონიანი მოლაპარაკება სრულყონ და ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადონ.
ამ ყველაფრის პარალელურად, ედენი მადრიდში იმყოფება და საცხოვრებელ ვილას ეძებს.
- 3 ივნისი 2019
- 2 491
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.