23 გამარჯვება "ლა რომარედაზე"

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში, მადრიდის "რეალს" "სარაგოსას" ესტუმრება.როგორც უკვე იცით, დაპირისპირება "ლა რომარედას" საფეხბურთო არენაზე შედგება.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ სტადიონს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში საკმაოდ მყარი იმიჯი აქვს, თუმცა არა სამეფო კლუბისათვის.კონკრეტულად გეტყვით, რომ "სარაგოსას" შინაურ კედლებში, "რეალმა" 55 შეხვედრა ჩაატარა.აქედან 23-ში გამარჯვება მადრიდელებს ხვდა წილად, 16 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ასევე თექვსმეტ შემთხვევაში მასპინძლებმა შეძლეს სასურველი შედეგის დაფიქსირება.

ბოლოჯერ "თეთრებმა" 2004/05 წლების სეზონში მოიპოვეს გამარჯვება "ლა რომარედაზე."მაშინ, ოუენის, რობერტო კარლოსისა და "კიჭას" გოლების წყალობით შევძელით სამი ქულის მოპოვება (1-3).აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქელები "სარაგოსადან" საყაიმო ანგარიშით ბრუნდებიან (2-2).

სტატიის ბოლოს მოგახსენებთ, თუ როგორია ბურთების შეფარდება "სარაგოსასა" და "რეალს" შორის, ნახსენებ სტადიონზე.ამ კომპონენტშიც რა თქმა უნდა, მადრიდელები ჯაბნიან თავიანთ მეტოქეს (98-78 "ბლანკოსების" სასარგებლოდ).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)