ვან დე ბეეკი „ინტერსაც“ სურს
მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდა. „შავ-ლურჯები“ სერიოზულ ცვლილებებს აანონსებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი სატრანსფერო ბაზარზე 200 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს...
კონტეს ერთ-ერთი სიმპატია ვან დე ბეეკი გახლავთ, რომელიც ასევე ზინედინ ზიდანსაც ძალიან სურს, მაგრამ გეგმა „ბ“-დ განიხილავს და მთავარ პრიორიტეტად პოგბას ასახელებს, აქედან გამომდინარე, პერესი მის შეძენას არ ჩქარობს, თუმცა ახლა ვითარება იცვლება.
იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ გააქტიურდება და ჰოლანდიელის დამატებას ეცდება, პერესს ქმედით ნაბიჯების გადადგმა მართებს.
ამის პარარელურად „აიაქსი“ მაქსიმალურად ეცდება ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ მაქსიმალური თანხა მიიღოს.
- 2 ივნისი 2019
- 1 480
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.