„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე კალათაში მოხვდა!
მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია. ახლა ფიქრი მომდევნო სეზონზე იწყება. უკვე ცნობილია, რომ მადრიდის „რეალი“ ლიგის მეორე კალათაში მოხვდა...
პირველ კალათში ადგილები „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „ბარსელონამ“, „სიტიმ“, „იუვენტუსმა“, „ბაიერნმა“, „პსჟ“-მ და „ზენიტმა“ გაინაწილეს.
მეორე კალათში კი „რეალთან“ ერთად იქნება „ატლეტიკო“, „პორტო“, „დორტმუნდი“, „ნაპოლი“, შახტარი, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“.
ყოველივე ზემოხსენებული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „რეალს“ მსოფლიოს ტოპ კლუბებიდან ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ეყოლება, თუმცა ეს არ ეხება „ბარსელონას“, ვინაიდან ეს კლუბი ესპანეთს წარმოადგენს.
- 2 ივნისი 2019
- 4 076
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.