„იუნაიტედი“ 180 მილიონს ითხოვს, „რეალი“ 140-ზეა თანახმა!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მანჩესტერ „იუნაიტედისა“ და „რეალის“ მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე ვითარებაში მიმდინარეობს და ჩიხში შესვლასთან ახლოსაა...
ინგლისური მხარე ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს, ფლორენტინო პერესი კი მხოლოდ 140-ის გადახდაზეა თანახმა.
მადრიდში თვლიან, რომ პოლში ამხელა თანხის გადახდა არ იქნება მართებული, თანაც იმ ფონზე, რომ არსებობს ალტერნატივები ვან დე ბეეკისა და კრისტიან ერიკსენის სახით.
პოგბა ზიზუს სიმპატიაა და პერესს სურს, რომ მთავარი მწვრთნელის სურვილი შესრულდეს, თუმცა „იუნაიტედი“ პოზიციას შეცვლას არ აპირებს.
„მარკას“ ინფორმაციით, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება თავად ფეხბურთელის აქტიურობას. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ პოლი მანჩესტერელთა დარწმუნებას შეძლებს და „რეალში„ გაშვებაზე დაიყოლიებს.
- 2 ივნისი 2019
- 1 868
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.