არბელოა:"ბოლომდე ვიბრძოლებთ"
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" წამყვანი მარჯვენა მცველი, ალვარო არბელოა Realmadrid.com-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, სეზონის ფინალური სტადიისთვის გუნდი, გაორმაგებული ენთუზიაზმით ემზადება.
"წინ კიდევ ხუთი შეხვედრაა ჩასატარებელი, ასე რომ ბარსელონამ ნებისმიერ მათგანში შეიძლება დაკარგოს ქულები, ისევე როგორც ჩვენ. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ვფიქრობ, სარაგოსას წინააღმდეგ ბრძოლა გაგვიჭირდება, მაგრამ მადრიდის რეალი ყველაფრისთვის მზად არის, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ლო რომარედზე წარმატებით ასპარეზობა, ყოველთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმედი მაქვს ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება."
"დამდეგი მატჩი, ჩემთვის სპეციფიურ ხასიათს ატარებს, რადგანაც მე, ფეხბურთელად სარაგოსას აკადემიაში აღვიზარდე. ლივერპულში გადაბარგებამდე, ჩემი ბოლო ესპანური მატჩი, ლა რომედაზე სწორედ არაგონელების წინააღმდეგ ჩავატარე. მე, საყვარელ არენაზე დაბრუნება ძალიან დიდ მოტივაციას მმატებს. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი დაძაბულ მატჩს იხილავს... ლა რომედაზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა..."
"ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფება. ამ ყველაფერს ბოლოდროინდელი წარმატებები განაპირობებს, რაც ბარსელონასთან ქულათა თანაფარდობის შემცირებით აიხსნება. ამჟამად, ჩვენსა და კატალონიელებს შორის სხვაობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ასე რომ მადრიდის რეალს ჩემპიონობის შანსი ჯერაც არ დაუკარგავს."
"ჩემპიონობის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ცუდია როცა სხვა გუნდზე ხარ დამოკიდებული და არა საკუთარ თავზე. იმედი მაქვს, ბლაუგნარა კიდევ ერთხელ დაკარგავს ქულებს. პირველობის მოლოდინს, ბარსას ბოლოდროინდელი წარუმატებელი გამოსვლებიც ამყარებს, ასე რომ ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, 98 ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ."
"მადრიდის რეალს, ყველა სხვა გუნდთან შედარებით, განსხვავებული საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია, ამ კლუბს პირველობა გენეტიკურად მოსდევს და ბლანკოსის წარმატების მთავარი საწინდარი, ალბათ სწორედ ეს არის. თუ "გარისკავ" და თეთრ ფორმას მოირგებ, მაშინ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, შენ ხდები უფრო ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და ყველასგან განსხვავებული, შესაბამისად შენი მოვალეობებიც იზრდება."
"ტიტულის გარეშე დარჩენას ალბათ დიდხანს ვერ შევეგუებით, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ყოველი ჩვენგანი ბოლომდე იბრძოლებს. ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა. იმედი მაქვს 16 მაისისთვის, ჩვენი ქულათა მონაგარი 98 იქნება."
"მწვრთნელის მუშაობით ყოველი მადრიდისტა კმაყოფილია, მას ყველანი გვერდში ვუდგავართ. ჩვენ მას ბოლომდე ვენდობით, ამას თვითონ პელეგრინიც გრძნობს და ჩვენთან გაორმაგებული ენთუზიაზმით მუშაობს. მის პროფესინალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მანუს სიდიადეს გულშემატკივრებიც ერთხმად აღიარებენ."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 22 აპრილი 2010
- 1 655
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.