რამოსი:„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც აღარასდროს შეიცვლება“
სერხიო რამოსმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია...
„მადრიდის „რეალი“ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ გონება გადაწყვეტს წასვლას, სხეული არ დაემორჩილება და მაინც ესპანეთში დარჩება. მე არ მსურს „ბლანკოსის“ დატოვება და გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც აღარასდროს შეიცვლება. მზად ვარ, კარიერაც კი ამ კლუბში დავასრულო. დიახ, ვადასტურებ ჩინეთიდან არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება, მაგრამ სამეფო კლუბში ვრჩები.“
„ფლორენტინო პერესთან შეხვედრა და კამათი? მე და პრეზიდენტს მამა-შვილური ურთიერთობა გვაქვს. პერესმა რჩევები მომცა, რომელიც გავითვალისწინე.“
„მსურს, დავარწმუნო ჩემი თანაგუნდელები, რომ მათ სანერვიულო არაფერი აქვს და კაპიტანი მათ გვერდშია.“
„ფინანსური საკითხი მეორეხარისხოვანია და ამას ამ საქციელის ვამტკიცებ. სამმაგ ხელფასზე ვთქვი უარი, რადგან არ მსურს ვუღალატო იმ ფასეულობებს, რომელიც სამეფო კლუბში არსებობს. ეს არის უპირველესი ფაქტორი ჩემ ცხოვრებაში.“
„აქ ბედნიერი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ახალი კონტრაქტი? რა თქმა უნდა, მსურს, რომ ახალ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი და საკუთარი ძალები კიდევ დიდხანს ვირწმუნო.“
„ის, რაც პრესაში იწერება სიმართლეს ყოველთვის არ შეესაბამება, აქედან გამომდინარე, არ დაიჯეროთ, რომ ამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი. სამეფო კლუბს 14 წელია ვეკუთვნი და მსურს, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვიდგე ამ გუნდის სამსახურში.“
„ზიზუსთან შეხვედრაზე ბევრი რამ განვიხილეთ, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა და ახლა მომავალზე ვფიქრობთ.“
„ედენ აზარის ტრანსფერი? მოდით, ახლა ნუ ვისაუბრებთ ამაზე. ბელგიელის მადრიდში ჩამოყვანა ჩემი საქმე არ არის.“
- 31 მაი 2019
- 11 662
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.